მცხეთა–მთიანეთის პოლიციის სამმართველო ტყავის სამ სავარძელში 2 530 ლარს იხდის

მცხეთა–მთიანეთის პოლიციის სამმართველო ტყავის სამ სავარძელში 2 530 ლარს იხდის

შს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო 3 მაღალი ხარისხის ტყავის სავარძელს ყიდულობს. სავარძლების შესაძენად 2014 წლის ბიუჯეტიდან 2 530 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სავარძლები უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სილიკონის გორგოლაჭებზე და რეგულირებადი საზურგით.

"1 ცალი ყავისფერი სავარძელი - მეტალის კარკასი, სილიკონის გორგოლაჭებზე, მთლიანად მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელი. რეგულირდება სიმაღლე და ზურგზომები: სიმაღლე იატაკიდან - 119 სმ. სიგანე სახელურების ჩათვლით - 89 სმ. სიგანე სახელურების გარეშე - 50 სმ. დასაჯდომის სიღრმე - 58 სმ. ზურგის სიმაღლე - 76 სმ. ზურგის სიგანე - 60 სმ.

2 ცალი შავი ფერის სავარძელი - მეტალის კარკასი, მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელი, სილიკონის გორგოლაჭებზე, მეტალის სახელურებით. რეგულირდება სიმაღლე და ზურგი 5 დახრილ პოზიციაზე ფიქსირდება. ზომები: სიმაღლე იატაკიდან - 133სმ. სიგანე სახელურების ჩათვლით - 62 სმ. სიგანე სახელურების გარეშე - 50 სმ. დასაჯდომის სიღრმე - 50 სმ. ზურგის სიმაღლე - 82 სმ. ზურგის სიგანე - 49 სმ", - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

წყარო: icmm.ge

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა