"აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი"

"აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი"

აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ავთანდილ დავითაიამ, კახა შამათავამ, გიორგი მიქავამ და მერაბ პაპასკირმა აფხაზეთის ტელევიზიის აღდგენის მოთხოვნით აფხაზეთის მთავრობას მიმართეს.

"მივმართავთ აფხაზეთის ხელისუფლების ყველა სტრუქტურას, გარდა ამისა, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, სასწრაფოდ აღდგეს აფხაზეთის ტელევიზია, რომელიც მოემსახურება აფხაზეთის საზოგადოებას. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, რადიკალურ ზომებზე გადავალთ. ამ საკითხზე არა მარტო აფხაზეთის, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც დავიწყებთ მოლაპარაკებებს. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი.

"აფხაზეთის ტელევიზია, აფხაზეთის ომის დროს შეიქმნა და იმ რთულ პერიოდშიც კი მას არ შეუწყვეტია მუშაობა. 2007 წელს, სააკაშვილის ბრძანებით, ტელევიზია უმიზეზოდ დახურეს. ყველა თანამშრომელი, ვინც მაშინ ტელევიზიაში მუშაბდა, დღეს ჩვენს გვერდით დგას და ტელევიზიის აღდგენას მოელის. აფხაზეთის მთავრობაში არსებობს ფინასური სახსრები, რომ შეიქმნას სატელევიზიო პროდუქტი, მაგრამ არ არსებობს კეთილი ნება" , - განაცხადა გიორგი მიქავამ.

"გურია ნიუსი" ტელევიზიის აღდგენის ერთ-ერთ ინიციატორს კახა შამათავას ესაუბრა.

- თქვენ ამბობთ, რომ ტელევიზია უნდა მოემსახუროს აფხაზეთის საზოგადოებას. რომელ საზოგადოებას გულისხმობთ, აფხაზეთში მცხოვრებლებს თუ დევნილებს?

- რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზეც გავრცელდება, მით უმეტეს რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ვინაიდან ჩვენ გვინდა აღვადგინოთ ნდობის ხიდი და ტელევიზიამ უნდა შეასრულოს ეს მისია. რაც შეეხება დევნილ საზოგადოებას, ეს იქნება ერთგვარი საინფორმაციო მაუწყებელი. ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო საქმის კუთხით.

- მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა, რადიკალურ ზომებზე გადახვალთ. რას გულისხმობთ?

- პირველი - აქციები ორივე სტრუქტურასთან. მეორე - მჯდომარე აქცია დაუკმაყოფილების შემთხვევაში და მესამე უკიდურესი ეს იქნება შიმშილობა და იმასაც გეტყვით, რატომ მივმართავთ ასეთ ზომებს. მათ აქვთ უზარმაზარი ბიუჯეტი, რაღაც გაურკვეველი დეპარტამენტები და სხა არაფრის მომცემი სტრუქტურები. გადახედეთ მათ ბიუჯეტს, რაში იხარჯება ის, მათ დანახარჯს ქმედითი დატვირთვა არა აქვს, ამიტომ მოახდინონ სახსრების აკუმლირება და დააფინანსონ ტელევიზია. ტელევიზია უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, როგორც პოლიტიკურ, ასევე ურთიერთობის თვალსაზრისით, მარტო ის რად ეღირება, რომ გაიმართება ტელეხიდები ახალგაზრდებს შორის, შერეულ ოჯახებს შორის და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად პირდაპირ დაანახებს ჩვენს ძმებს აფხაზეთში როგორ ვფიქრობთ ჩვენ ოცწლიანი განშორების შემდეგ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ისევ, დაანახებს, რომ მცდარია ის მოსაზრება, თითქოს ჩვენ ვართ მტრები. ჩვენ ხვალ ან ზეგ ისევ ერთად მოგვიწევს ცხოვრება და ჩვენი ულამაზესი აფხაზეთის აღორძინება. სიმართლე გითხრათ აფხაზეთის მთავრობას არც აწყობს ტელევიზიის გახსნა, ვგულისხმობ თავისუფალ, გამჭვირვალე ტელევიზიას, რადგანაც იქ მძაფრად გამოჩნდება მათი ოცწლიანი "მოღვაწეობა".

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა