21-ე საუკუნის სკოლა - პოლიეთილენით შეფუთული საკლასო ოთახი

21-ე საუკუნის სკოლა - პოლიეთილენით შეფუთული საკლასო ოთახი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი იმერში უამრავი პრობლემა არსებობს. თუმცა ადგილობრივებს ყველაზე მეტად საჯარო სკოლის სავალალო მდგომარეობაში მყოფი შენობის საკითხი აწუხებთ.

იმერის სკოლაში 80 მოსწავლე გაუსაძლის პირობებში სწავლობს. აქ სკოლა 2004 წელს კერძო, მიტოვებულ სახლში 2004 წელს გაიხსნა. 2 სართულიან სახლს ბოსელთან ერთად, პოლიეთილენის მასალით შეფუთული საკლასო ოთახი და ფანჯარა აქვს. სოფელი ახალ სკოლას ითხოვს, სადაც ფანჯრებს არა პოლიეთილენი, არამედ მინა ექნება,  შპალერის ჭერის ნაცვლად, სტანდარტული ჭერი. სკოლის დირექტორი ჯუმბერ ხოზრევანიძე ამბობს, რომ სახლი ეთნიკურად ბერძენი მოქალაქის საკუთრებაა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ არის. თუმცა ეს სახლი სახელმწიფოს საკუთრებაშიც რომ იყოს, სასწავლო პროცესისთვის არ გამოდგება.

"წერილით მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, განათლების სამინისტროს. სადაც ვითხოვთ ახალი სკოლის აშენებას. გვერდით დგას შენობა, რომელიც პატარაა, მხოლოდ დაწყებითი კლასისთვის თუ გამოდგება. თან ავარიული შენობაა. ახალი ხელისუფლების იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, გაითვალისწინებენ ჩვენს გულისტკივილს და აგვიშენებენ სკოლის ახალ შენობას. გახსნის შემდეგ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ახლი სკოლის აშენებას. თუმცა, უშედეგოდ. ვთხოვთ განათლების სამინისტროს ახალი სკოლის შენობას. აქ მუშაობა და სწავლის პროცესის ჩატარება შეუძლებელია", - აცხადებს სკოლის დირექტორი ჯუმბერ ხოზრევანიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა