საახალწლო კვების რეჟიმი - როგორ ავიცილოთ თავიდან ორგანიზმის გადატვირთვა

საახალწლო კვების რეჟიმი - როგორ ავიცილოთ თავიდან ორგანიზმის გადატვირთვა

ახალი წელი ტრადიციულად მხიარულ წვეულებებთან ერთად, დიდი რაოდენობით სხვადასხვა კერძისა და ალკოჰოლის მიღებასთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ორგანიზმმა ასეთ დატვირთვას გაუძლოს, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ახალი წლის დადგომამდე დღის რაციონი მცენარეული პროდუქტებით გავამდიდროთ, მივირთვათ ბოსტნეულის - ჭარხლის, კლომბოსტოს, სტაფილოს, მწვანილის სალათები. ეს პროდუქტები მდიდარია უჯრედისით.

საახალწლო სუფრებზე კი დაუმორჩილეთ თქვენი მადა გონებას, მიირთვით და დალიეთ რაც გნებავთ, ოღონდ მცირე რაოდენობით. შეეცადეთ, შეზღუდოთ ცხიმიანი, შემწვარი საკვები და მიირთვათ მეტი სალათები, მოხარშული თევზი, ხილი.

არ დაგავიწყდეთ, რომ ალკოჰოლი კალორიული პროდუქტია: ერთი გრამი შეიცავს ორჯერ მეტ კალორიას, ვიდრე იგივე რაოდენობის ნახშირწყლები ან ცილები. დასალევად უმჯობესია წითელი ღვინო. თუ მაგარი სასმელის მოყვარული ბრძანდებით, შეეცადეთ, მიირთვათ ხარისხიანი არაყი, ოღონდ მანამდე შეეცადეთ, რაიმე საკვები მიიღოთ.

რაც შეეხება სასმელზე სხვა სახის, გაზიანი და ტკბილი წყლის დაყოლებას, ამას ექიმები არ გირჩევენ. ისინი ხელს უწყობენ ალკოჰოლის უფრო სწრაფად შეთვისებას. 31 დეკემბერს სასურველია, მთელი დღის განმავლობაში ჩვეულებრივი მენიუ გვქონდეს - დილით მივირთვათ ფაფა, შუადღისას კი წვნიანი და ბოსტნეულის სალათა. თუ დრო გაქვთ, რეკომენდირებულია, ცოტა ხნით დაისვენოთ და თვალი მოატყუოთ. შხაპი კი იოლად მოგიხსნით დაძაბულობასა და მთელი დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს.

მას, ვინც ახალ წელს შინ ხვდება, შეუძლია, დღის განმავლობაში საკვები ჩვეულებრივი რეჟიმით მიიღოს, ვინაიდან მთელი დღე შიმშილი და საღამოს მაყოფიერად ვახშმობა დისკომფორტს გამოიწვევს.

სანამ სუფრას მიუსხდებით, მიიღეთ ფერმენტული პრეპარატი, რომელიც საკვების მონელებას უწყობს ხელს.

ნუ იჩქარებთ ყველა კერძის ერთდროულად გასინჯვას. ეცადეთ, ნელა მიირთვათ, ერთი კერძიდან მეორემდე კი მცირე ინტერვალი მაინც დაიცვათ. ეს მონელებას გაგიადვილებთ.

სასურველია, საკვები ნაკლები რაოდენობით მივიღოთ და თუ სხვა რამეს ვერ შეველევით, გაზიან სასმელებსა და ყავაზე მაინც ვთქვათ უარი.

საახალწლო სუფრასთან დროსტარების დროს უნდა ვეცადოთ, იშვიათად გავიდეთ მოსაწევად. რასაკვირველია, აჯობებს, საერთოდ არ მოვწიოთ. არ დაივიწყოთ, რომ სუფრიდან ადგომისთანაცე წამოწოლა არ არის რეკომენდირებული. სავსე კუჭით დაწოლისას საგრძნობლად იზრდება რეფლუქსის განვითარების ალბათობა. თუ გულძმარვა გაწუხებთ, ურიგო არ იქნება, ძილის წინ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღოთ.

დღესასწაულის მომდევნო დილით ფორმაში სწრაფად ჩასადგომად ნუ დალევთ დიდი რაოდენობის მუქ ჩაისა და ყავას, განსაკუთრებით თუ მაღალი წნევა და არითმია გაქვთ.

თათა ურუშაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს