ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ წლის ბიუჯეტი 1000 საცვლის შეძენაში დახარჯა

ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ წლის ბიუჯეტი 1000 საცვლის შეძენაში დახარჯა

ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ 2013 წლის დარჩენილი ბიუჯეტი 1000 თეთრი ფერის ქალისა და კაცის საცვლის შეძენაში დახარჯა.

შესყიდვებზე 18 000 გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა, რომელიც გადანაწილდა ქოლგების, ფანქრების, ფერადი ცარცებისა და 6 000 კალმის შეძენაში.

გარემოს დაცვის ორგანიზაციის Hnuti Duha-ს წარმომადგენლები სახელმწიფო სახსრების ფლანგვის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ.

"ეს სრული სისულელეა. ამის შესაფასებლად სიტყვებს ვერ ვპოულობ. არ მიკვირს, მაგრამ გაოგნებული ვარ. ფული უფრო გონივრულად უნდა დაიხარჯოს, მაგალითად, ბუნების გადასარჩენად, ეროვნულ პარკებსა და გამწვანებაში", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი იან პინო.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა - ისინი 130 ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს