ვინ "გადააგდო" ნოდარ ხადური?

ვინ "გადააგდო" ნოდარ ხადური?

თურმე, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები რთველის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ, ყურძენსაც კრეფდნენ და ღვინის შეძენის თაობაზე, ერთ-ერთ კომპანიასთან შეთანხმებაც კი მიუღწევიათ. თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თქვა, კომპანიამ სამინისტრო "გადააგდო" და ღვინო, რომელიც უწყებისთვის უნდა მიეყიდა, რუსულ ბაზარზე გაიტანა.

"თანამშრომლებმა ყურძენი დავკრიფეთ. შეპირებაც კი იყო კომპანიისგან, რომ მწვანეს, ღვინოს მოგვყიდდა. მაგრამ სლენგი რომ ვიხმარო "გადაგვაგდო" და რუსეთში გაყიდა ის ღვინო. ჩვენ დაგვტოვა ღვინის გარეშე ამ კომპანიამ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოში საექსპორტო პოტენციალის ზრდით ძალიან მოხარულია.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ