"გიგი გადააყენეს, ვანო ზის, ბაჩოც ზის, დათა გაქცეულია, ადეიშვილი მიმალულია - ხალხი კი აღშფოთებულია"

"გიგი გადააყენეს, ვანო ზის, ბაჩოც ზის, დათა გაქცეულია, ადეიშვილი მიმალულია - ხალხი კი აღშფოთებულია"

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ხალხი აღშფოთებულია ყოფილი ხელისუფლების მიმართ ამჟამინდელი ხელისუფლების ლოიალობით.

"გიგი გადააყენეს, ვანო ზის, ბაჩოც ზის, კეზერა საფრანგეთშია, მაგრამ აგრეთვე ზის, დათა გაქცეულია, ადეიშვილი მიმალულია, თოფურიძე ათონის მთაზე მარხულობს ბერებთან, ბოკერია დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას, მიშა კი ამერიკელებს ასწავლის დემოკრატიას; ერთი ბარამიძე ლაპარაკობს რაღაცებს და იმასაც მკლავჭიდელები და მოჭიდავეები დასდევენ, ნუ ბლატაობ შე ჩმოროო...

ხალხი კი აღშფოთებულია ამჟამინდელი ხელისუფლების ლოიალობით ყოფილი ხელისუფლების მიმართ და კატეგორიულად მოითხოვს გალაღებული და გაგულავებული "ნაციონალების" დაუნდობელ მიჯირყვნას.

არა, ასე რომ არ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ ასე რომ არის?", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს