2014 წელი ჩინური კალენდრით - პროგნოზი თქვენი დაბადების წლის მიხედვით

2014 წელი ჩინური კალენდრით - პროგნოზი თქვენი დაბადების წლის მიხედვით

2014 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ლურჯი ხის ცხენის წელია. ცხენი თავისი არსით და ხასიათით მოხერხებული, გამჭრიახი და კომუნიკაბელურია. ამიტომ ამ წელს ისეთი ნიშნები როგორებიც არიან - გველი, დრაკონი და ვეფხვი, რომელთაც ზოგადად დომინანტობისკენ მიდრეკილება და სოციალური აქტივობისკენ განსაკუთრებული სწრაფვა გააჩნიათ, ადგილს მაიმუნს, ვირთხას, კატა-კურდღელს და ღორს დაუთმობენ. იმიტომ რომ ცხენი ყველაზე მეტად სწორედ ამ ნიშნების მიმართ იქნება კეთილგანწყობილი მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში.

ვირთხა

ვირთხისთვის 2014 წელი საკუთარი სურვილების და კაპრიზების ასრულების წელია. ამ წელს ვირთხების დიდი ნაწილი, გამორჩეული ეგოიზმის დონით იქნება სავსე და შეეცდება მაქსიმალურად ასიამოვნოს საკუთარ თავს. შესაძლოა მან გარკვეული სახის პროვოკაციულ ქმედებებზეც არ თქვას უარი, თუკი საქმე ფინანსურ სარგებელს შეეხება, საიმისოდ რომ მატერიალური მდგომარეობა აიმაღლოს. თუმცა აჯობებს, ეს წელი ვირთხებმა უკვე მიღწეულის შენარჩუნებაზე ზრუნვას დაუთმონ, ვიდრე კაპიტალის გაორმაგებაზე ოცნებას. სამაგიეროდ მოახლოვებული 2014 წელი ამ ადამიანების ცხოვრებაში დაათბობს და გაამყარებს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ვირთხას წლის მანძილზე არაერთგზის მოუხდება მათი ინტერესების დაცვა და ცხარე შეხლა-შემოხლის გადატანა. თუმცა შედეგი, რომელსაც იგი საკუთარი თავდადებით მიიღებს, ნამდვილად ღირს ამად.

ხარი

ხარებისთვის მოულოდნელობებითა და მძაფრი ემოციებით აღსავსე იქნება 2014 წელი. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მათგანის ცხოვრებაში ცხენის წელი კარდინალურ ცვლილებებს მოიტანს. ამ წელს ხარისთვის დამახასიათებელი თვისებები - შრომისმოყვარეობა და დიდსულოვნება ჯეროვნად იქნება დაფასებული გარშემომყოფების მხრიდან, რასაც თავის მხრივ მომატებული ხელფასი და პატივისცემაც მოჰყვება თან. თუმცა აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ცხენის წელი მხოლოდ აქტიურ და მიზანსწრაფულ ხარებს მისცემს წინსვლის შანსს. ასეთი ხალხისთვის საკუთარ ძალებთან ერთად, გავლენიანი მფარველების დახმარებაც აუცილებელი იქნება, რასაც ისინი უპირობოდ მოიპოვებენ საკუთარი საქციელით. თუმცა ამასთან ერთად, ხარს ისიც მოეთხოვება, რომ გაცილებით უფრო დიპლომატიური და დამთმობი იყოს ცხენის წელში, საიმისოდ რომ დასახულ მიზნებს უპრობლემოდ მიაღწიოს.

ვეფხვი

ვეფხვებისთვის, მიუხედავადვად იმისა, რომ წლის დიასახლისი ცხენი სიმპათიითაა ზოგადად ამ ნიშნის მიმართ განწყობილი, საკმაოდ შრომატევადი და დატვირთული წელი იქნება 2014. ამიტომ ვეფხვის წელში დაბადებულებმა არ უნდა იქონიონ იმის იმედი, რომ ფორტუნა მათ ყველა ვარიანტში გაუღიმებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ უსაქმურად იქნებიან. უფრო პირიქით, ეს ის წელია როცა ვეფხვმა "ხელები უნდა დაიკაპიწოს“ და მთელი ენთუზიაზმით შეუდგეს მუშაობას, საიმისოდ რომ მომდევნო წლებში საკუთარი თავისთვის მყარი ფინანსური საფუძველი შექმნას. ამას გარდა ბევრი ვეფხვი ოჯახის წევრებისთვისაც ძალზე აუცილებელ და საჭირო პერსონად იქცევა წლევანდელ წელს. მისი დახმარება ჰაერივით აუცილებელი აღმოჩნდება და-ძმებისა და ნათესავებისთვის. რის საფუძველზეც იგი პატივისცემას და სიყვარულს დაიმსახურებს უახლოეს გარემოცვას შორის.

კატა-კურდღელი

კატა-კურდღელისთვის, რომელიც თავისი ბუნებით სიმშვიდის და სტაბილურობის მოყვარული ინდივიდია, 2014 წელი ემოციურად დატვირთული და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება. თუმცა შესაძლოა ზოგიერთი კურდღელისთვის წელიწადმა არაფრისმომცემ ილუზიებში განვლოს. ზოგადად ცხენის წელში კატა-კურდღელს სურვილი გაუჩნდება "ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით შეხედოს“. ამიტომ ბევრი მათგანის ფუსფუსი და საქმიანი იერი, მარტოოდენ საფასადო იმიჯია და არაფერი სხვა. ურთიერთოები რომელსაც ამ წელს ჩაეყრება საფუძველი, ნაკლებად იქნება პერსპექტიული და ხანგრძლივი. უფრო მოკლევადიან ფლირტებს და გატაცებებს უნდა ელოდოს კურდღელი ამ მხრივ. სამაგიეროდ წლის მეორე ნახევარში მოულოდნელად დაგეგმილი მოგზაურობა ან საქმიანი მივლინება მისცემს მას იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ კარგი ბიზნეს-პარტნიორი ან სარფიანი შემოსავლის წყარო გაიჩინოს.

დრაკონი

დრაკონისთვის ცხენის წელი უაღრესად ცვალებადი და მოულოდნელობებით სავსე იქნება. ცხენი მას მძაფრ ემოციებს არ მოაკლებს. ამიტომ დრაკონთა უმეტესობისთვის ცხოვრება 2014 წელს კალეიდოსკოპის სიხშირით შეიცვლება. წლის დასაწყისი - კერძოდ რამოდენიმე თვე განსაკუთრებული დაძაბულობა და აქტიური რეჟიმი ელით დრაკონებს. თუმცაღა სიტუაციის ესკალაცია თუ მოხდა კიდეც, ისევ და ისევ დრაკონისეული ფიცხი ხასიათის ბრალი იქნება ყველაფერი. მაგრამ რაც არ უნდა პრობლემატურად მოგეჩვენოთ შექმნილი სიტუაცია, თავზე ნაცრის წაყრას ნუ იჩქარებთ ძვირფასო დრაკონებო. ამა თუ პრობლემის გადაჭრისას თქვენ მიერ განხორციელებული სიმამაცე, სამომავლოდ უდიდეს პატივისცემას მოგიხვეჭავთ გარშემომყოფების თვალში. ამიტომ პერიოდულად რისკზეც თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს