რატომ გვემართება "დეჟავუ"? - მეცნიერული ახსნა

რატომ გვემართება "დეჟავუ"? - მეცნიერული ახსნა

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ განცდა, რომ არსებული ვითარება რომელშიც იმყოფებით, თქვენს ცხოვრებაში უკვე მოხდა, ან სადღაც უკვე გინახავთ. ფენომენს, რომელსაც "დეჟავუ" ჰქვია, ზუსტი ახსნა-განმარტება არ აქვს, თუმცა მეცნიერებმა გარკვეული მონახაზი გააკეთეს, თუ რატომ განვიცდით მას.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ტვინი აღადგენს მხოლოდ იმ მოგონებებს, რომელმაც ჩვენზე გავლენა იქონია. "დეჟავუ" ხდება მაშინ, როდესაც მოგონებები არ მუშავდება. მაგალითად, ინტერნეტში ნანახი ვიდეო, შესაძლოა, გარკვეული კუთხით კონკრეტულ სიტუაციაში აღადგინოთ, ან ოფისში სამუშაო მაგიდაზე ნანახი ნივთი ბავშვობაში სადღაც ნახეთ. მეცნიერების ნაწილი ირწმუნება, რომ "დეჟავუ" მეხსიერების ერთგვარი გადამუშავებაა. ნებისმიერი ახალი შეგრძნება, თუ ამბავი, რომელსაც ვიგებთ, პირდაპირ ტვინის იმ ნაწილში გადაიცემა, რომელიც ხანგრძლივი გადამუშავების პროცესს გადის. როდესაც ეს ხდება, ინფორმაცია ძველდება და მას კარგად ნაცნობად  აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული ფაქტი მანამდე არსად გაგვიგია და სიახლეს წარმოადგენს.

ამასთან, დეჟავუს ყველაზე ხშირად 15-დან 25 წლამდე ადამიანები განიცდიან, რადგანაც ამ წლებში ტვინი მეტად აქტიურია და გაცილებით მეტ დოპამინს გამოიმუშავებს.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს