განქორწინების გამო, მამაკაცმა შვილი მოკლა და თავიც მოიკლა

განქორწინების გამო, მამაკაცმა შვილი მოკლა და თავიც მოიკლა

ნიუ-იორკში მცხოვრები უკრაინელი ემიგრანტების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - 35 წლის დიმიტრი კანარიკოვმა 52 სართულიანი ცათამბჯენის სახურავიდან ჯერ 3 წლის შვილი, კირილი გადმოაგდო, შემდეგ თვითონაც გადმოხტა და თავი მოიკლა.

განქორწინების შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შვილზე მეურვეობა დედას, სვეტლანა ბუხარინას ერგებოდა და როგორც ჩანს, დიმიტრიმ ამ ფაქტთან შეგუება ვერ შეძლო.

როგორც დასავლური პრესა წერს, ბავშვს ხელი კრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლისას ექიმებს ბავშვი ცოცხალი დახვდათ, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მამა ადგილზევე გარდაიცვალა.

მომზადებულია nypost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს