ცოტნე გამსახურდია - "არ მინდა კანონის უზენაესობა კიდევ ერთხელ პოლიტინტრიგების მსხვერპლი გახდეს"

ცოტნე გამსახურდია - "არ მინდა კანონის უზენაესობა კიდევ ერთხელ პოლიტინტრიგების მსხვერპლი გახდეს"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ნამდვილად "საოცნებო" ოპოზიცია გვყავს გურჯისტანში... მაგრამ, ნათქვამია, ვინც არა ჰგავს კახაბერსაო და მეც არა მგონია, გიგი უგულავას უფრო მძიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ვიდრე იმ პროკურორებს, რომელნიც მას ბრალს უყენებენ ან მოსამართლეს, რომელიც ღამის პირველ საათზე ჩუმად უჩერებს უფლებამოსილებას არჩევითი თანამდებობის პირს. საეჭვოა ამ საქმის "ტაიმინგიც": მაშინ, როდესაც ათასობით რეპრესირებული ადამიანი უშედეგოდ ელოდება სამართალს და მათ პასუხის ღირსადაც არ ხდის პროკურატურა, რატომ მაინცდამაინც დღეს ასეთი საქმის ინიცირება? არ მინდა კანონის უზენაესობა კიდევ ერთხელ პოლიტინტრიგების მსხვერპლი გახდეს. ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს...

... მე პროკურატურაში ვიყავი რამოდენიმეჯერ. უბედურება ისაა, რომ არავითარ ნაცსაბოტაჟს არა აქვს ადგილი. არა, ისინი დღესაც ჩვეულებისამებრ პოლიტდაკვეთას სიამოვნებით ასრულებენ. და რომ იცოდე, არც არავის აწყობს მათი გაშვება", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას დედაქალაქის მერის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლომ შაბათს შეუჩერა.

პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მოსამართლემ მხარეთა წარმომადგენლების დაუსწრებლად, აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვის შემდეგ მიიღო.

21 დეკემბერს, გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, 50 ათასი ლარი შეეფარდა. თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს