ცხობის საიდუმლოებები

ცხობის საიდუმლოებები

რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ თქვენი გამომცხვარი ცომეული - პური, ფუნთუშები, კექსები, ტორტები ყოველთვის გემრიელი და ფუმფულა იყოს? რამდენიმე მარტივ საიდუმლოს გაგიმხელთ!

ყველაზე დიდი ყურადღება ფქვილს უნდა მიაქციოთ. მისი ხარისხი ფასდება წებოვნების უნარით. საფუვრიანი, მოხარშული ან ფენოვანი ცომისთვის საჭიროა მაღალი წებოვნების ფქვილი, ხოლო ფხვიერი ან ბისკვიტის ცომისთვის დაბალი. იმისთვის რომ ცომს წებოვნება შეუმცირონ, ხორბლის ფქვილს სახამებლითაც აზავებენ. აუცილებელია ფქვილის გაცრა: ამ დროს ის ჟანგბადით მდიდრდება, ამასთანავე ქრება კოშტებიც. გამომცხვარი პროდუქტი კი ფუმფულა და რბილი გამოდის.

მნიშვნელოვანია რითი და როგორ ავაფუებთ ცომს. ამისთვის გამოიყენება საფუარი, სოდა და გამაფხვიერებელი. არსებობს ორი სახის საფუარი: დაწნეხილი ანუ ნედლი და მშრალი აქტიური, სწრაფადმოქმედი. საფუარი გამოიყენება პურის, ღვეზელების, ფუნთუშების ცხობისას.

სოდა და გამაფხვიერებელი გამოიყენება ტორტების, ნამცხვრების, ბისკვიტების ცხობისას. იმისათვის, რომ სოდამ უკეთ იმოქმედოს, საჭიროა ის ფქვილს შევურიოთ, ხოლო მისი გამხსნელი მჟავა (ძმარი, ლიმონის წვენი) ცომში დასამატებელ სითხეს (არაჟანს, კეფირს, კვერცხს). რეაქცია მაშინვე იწყება და შესაბამისად, ცომი დაუყოვნებლივ უნდა შევდგათ გამოსაცხობად.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს