"ეს კლიპი, თუ რაღაც შეუმდგარი ადამიანის გაკეთებულია" - მანანა მანჯგალაძე "რამიშვილების" სკანდალზე

"ეს კლიპი, თუ რაღაც შეუმდგარი ადამიანის გაკეთებულია" - მანანა მანჯგალაძე "რამიშვილების" სკანდალზე

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე "რამიშვილების" სკანდალის შემდეგ "სუხიშვილებს" მხარდაჭერას უცხადებს.

"დავიკრიფოთ ხელები და ვიცეკვოთ მარტო ერთიდაიგივე, ერთიდაიგივეე... ქართული ცეკვა ჩემთვის ერთია... მიყვარს და ჩემთის ერთი დიდი სიამოვნებაა... საამაყოააა, მაგრამ არაფერი ახალი და არანაირი განვითარებაა??... რაღაც ჩინეთის კედლის მსგავსი გვჭირდება, არც შემოვიდეს არაფერი და არც არაფერი გავიდესსს... მარტივია, ეს იმის გაკეთებულია, ვისაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიაა... ვახ.. "სუხიშვილები", "რამიშვილები" ნეტა ვინ რას დაგაკლებთ...

კოსტიუმები სხვადასხვანაირია... მაგას კი ხვდებიან სუხიშვილები, არაფერი არსად რომ არ დაიმალებაა... ინეტრენტიც რომ არსებობს ეგეც ეცოდინებათ.

ქორეოგრაფიაში ერთი და იგივე ილეთების გამოყენება, რომელიც აქა-იქაა გაბნეული ჩვეულებრივია... ასე ქართული ცეკვის იელეთებს იმეორებს ყველა ცეკვაა, რომელსაც ყველა ანსამბლი დგამს.

მე "სუხიშვილების" სკოლა მაქვს გავლილი და სხვანაირად ვგულშემატკუვრობ... უბრალოდ უნდა მოვეშვათ იმის ძახილს, რომ მსოფლიოში ანალოგი არა აქვს და ჯერ ასეთი რამ არ უნახავს სამყაროსს... ლაპარაკი არ არის საჭიროო... ქმედება თავისას ამბობსს... მე მომწონს ახლის ძიებაა.... მომწონს ისიც, ყველა რომ არ იძახის კარგიაო, ეგეც მომწონს. კაცია და გუნება, მაგრამ ეს კლიპი თუ რაღაც შეუმდგარი ადამიანის გაკეთებულია", - წერს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, სუხიშვილების ახალი პროექტის - "რამიშვილების" პრემიერა უკვე შედგა. მართალია, პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ იდეა, რომლის მიხედვითაც ახალი ცეკვები დაიდგა, ორიგინალურია, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც საპირისპიროს აცხადებენ. "Youtube"-ზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომლის ავტორები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ "რამიშვილები" პლაგიატია - მეტი დამაჯერებლობისთვის ვიდეორგოლში წარმოდგენილია ეპიზოდები იაპონიის ნაციონალური თეატრის ცეკვებიდან.

იხილეთ ასევე: თავდასხმა სუხიშვილებზე - ნინო სუხიშვილის პირველი კომენტარი (ექსკლუზივი)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს