ავღანელმა კაცმა ცოლს ცხვირი და ტუჩები მოაჭრა

ავღანელმა კაცმა ცოლს ცხვირი და ტუჩები მოაჭრა

ავღანეთში ქალების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ბოლო ინციდენტმა ყველა გააოცა.

ჰეროინზე დამოკიდებულმა ქმარმა ცოლი მხოლოდ იმის გამო აწამა, რომ ქალმა სამკაულების გაყიდვასა და შემდეგ ამ თანხით ნარკოტიკის შეძენაზე უარი თქვა. ავღანეთის ქალაქ ჰერათში 4 შვილის დედას, სახელად სატერას ქმარმა ჯერ თავში ქვა რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ კი დანით ცხვირი და ტუჩები მოაჭრა. სატერა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადის.

დაზარალებული ქალის დედა სახელად ნასიმა სიძის გატყავებას და საჯაროდ ქვებით ჩაქოლვას მოითხოვს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს