პარლამენტთან თავის დაწვით იმუქრებიან

პარლამენტთან თავის დაწვით იმუქრებიან

იპოთეკით დაზარალებულები პარლამენტის წინ თავის დაწვით იმუქრებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ. დღეს მათ მოთხოვნას კიდევ ერთი დაემატა: იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა განცხადებით, სასწრაფოდ უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები. ისინი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრებიან.

"დაუყოვნებივ დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რადგად ეს დეპუტატები პარლამენტში უმოქმედოდ სხედან და ხალხისთვის არანაირ სასიკეთო გადაწყვეტილებას არ იღებენ. დღეიდან არ დავიშალოთ, ვიდრე შედეგს არ მივიღებთ. დეპუტატებს არც შევუშვებთ და არც გამოვუშვებთ პარლამენტის შენობიდან. მოტანილი გვაქვს ბენზინი. ვაპირებთ, გადავისხათ და თავი დავიწვათ, რადგან სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს", - აცხადებენ აქტივისტები.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა