პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს

პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს. პარლამენტთან კვერცხები იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა მიიტანეს და პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრას ითხოვდენ.

"აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და უფრო აგრესიული გახდება. ამ ადამიანებთან შესახვედრად არავინ გამოდის. დეპუტატები ამბობენ, ჩვენ რა ვქნათ, მთავრობაა წინააღმდეგიო. მე მათ მინდა ვუთხრა, რომ პარლამენტი განსაზღვრავს შიდა პოლიტიკას და მთავრობა ასრულებს. კვერცხები იმიტომ დაუშინეს ამ შენობას, რომ ლაყე დაწესებულება ხარ და ლაყე კვერცხები გეკუთვნისო,"- ამბობს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები გამოსახლებების შეჩერებასა და გრძელვადიანი, იპოთეკური სესხების გაცემას ითხოვენ.

ასევე იხილეთ:

დავით საგანელიძეს და მურმან დუმბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

წყარო: topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა