"86 მეძავი, კოკაინი და ბურგუნდიული ღვინო" სააკაშვილის იახტაზე - ყოფილი ელჩის ცინიკური პასუხი ქართველ ჟურნალისტებს

"86 მეძავი, კოკაინი და ბურგუნდიული ღვინო" სააკაშვილის იახტაზე - ყოფილი ელჩის ცინიკური პასუხი ქართველ ჟურნალისტებს

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ფრანგი მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2011 წელს სააკაშვილმა თავის 200 მლნ დოლარად ღირებულ იახტაზე ხელისუფლების ელიტარულ წარმომადგენლებთან ერთად, გლუქსმანს დაბადების დღე გადაუხადა.

"პრესაში წერენ, რომ 2011 წელს ქართველ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე მიშას ძალიან ძვირადღირებულ იახტაზე გიგასთან და სხვებთან ერთად დაბადების დღე აღვნიშნე. მაგრამ მათ დაავიწყდათ ეხსენებინათ 86 მეძავი, კოკაინი და ბურგუნდიული 1937, რომელიც ჯაკუზში იღვრებოდა, ვიდრე ჩვენ იშვიათი ჯიშის ცხოველებს საქართველოს ძალიან წმინდა მიწის დე-ქრისტიანიზაციისთვის იუდეურ-პაგანისტურ რიტუალზე მსხვერპლად ვწირავდით. უნდა ვაღიარო, არც ისეთი კარგი გამომძიებლები არიან.

ახლა სერიოზულად: თაღლითების რა იდიოტური ბანდაა...

P.s.: ზღვის დაავადება მაქვს და დაბადების დღეს არცერთ გემზე არ გავატარებდი :)) აი, რატომ მოვაწყვეთ სინამდვილეში წვეულება მდიდრულ რაკეტაზე, იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვევით (ცხადია, ის გიგამ მოაწყო)

მომდევნო წვეულებას ახალი წლისთვის ვგეგმავთ. მიშას და გიგას 70-მეტრიანი იახტა ჰყავთ კაიმანის კუნძულებზე და ოპიუმის ავღანელ დილერებთან სპეციალური გარიგება გვაქვს დადებული. ყველას გეპატიჟებით და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!", - წერს გლუქსმანი.

"ქრონიკა" ორიოდე ნომრის წინ წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 200 მილიონ დოლარად უმაღლესი კლასის იახტა შეიძინა. გაზეთის ინფორმაციით, ცნობილ გერმანულ გემთმშენებელ კომპანია BLOH BIOM+VOSS -ს იახტის შეკვეთა სააკაშვილმა 2010 წელს მისცა და ამავე წლის მიწურულს არათუ იახტის აშენება, მისი მოწყობა და ზღვაში გაშვებაც მოასწრო.

”სააკაშვილი იახტაზე სტუმრობით მხოლოდ თავის უახლოეს წრეს, "ლიბერასტული ფრთის" წარმომადგენლებს ანებივრებდა: ზოგს სამოგზაუროდ იწვევდა,ზოგს დაბადების დღეებსაც უხდიდა... ეგ კი არა, მავანთა ცოლებსაც "სწრაფზე" გადაუხადა მიშამ დაბადების დღეები.

პირველი, ვისაც "სწრაფზე" დაბადების დღის გადახდა ეღირსა, მიშა სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი იყო. შეგახსენებთ, რომ გლუქსმანი სააკაშვილის კარზე 2009 წელს გამოჩნდა, ის საფრანგეთის ექსპრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეგობრის, ცნობილი ფილოსოფოსის, ანდრე გლუქსმანის შვილია და სააკაშვილს სწორედ სარკოზის წყალობით დაუახლოვდა. რაფაელ გლუქსმანი პარალელურად უშიშროების საბჭოს კონსულტანტად მუშაობდა. საქართველოს ხელისუფლებაში მისი დასაქმების იდეა გიგა ბოკერიას ეკუთვნის. რაფაელ გლუქსმანი ბოლოს ჩვენი სიძეც გახდა, ცოლად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე შეირთო. მოკლედ, 2011 წელს რაფაელ გლუქსმანს სააკაშვილმა დიდი ამბით გადაუხადა დაბადების დღე”, - აღნიშნული იყო სტატიაში.

იხილეთ ასევე: ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს