კახეთში საჯარო მოხელეების პრემიებზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიცემა

კახეთში საჯარო მოხელეების პრემიებზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიცემა

კახელი საჯარო მოხელეების პრემიებზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. რეგიონის 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საჯარო მოხელეებზე, პრემიის სახით 566 740 ლარი გაიცემა. სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი აღნიშნული საკითხი განხილვის სტადიაშია. წინასაახალწლო პრემიების საკითხზე სიღნაღის, ლაგოდეხის და ყვარლის საკრებულოებში ჯერ კიდევ მსჯელობენ.

საახალწლოდ, კახეთში ყველზე მეტი, 180 000 ლარის ოდენობის პრემიას გურჯაანის თვითმმართველობის თანამშრომლები მიიღებენ. საკრებულოს თავმჯდომარის, ავთანდილ ზარდიაშვილის თქმით, თანხას წახალისების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის 286 თანამშრომელი მიიღებს. პრემიების ოდენობით მეორე ადგილზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტია, სადაც წინასაახალწლოდ პრემიის სახით 134 330 ლარი გაიცემა. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი ილია ციფროშვილი აცხადებს, ხელფასის ნახევრის ოდენობის პრემიას ადგილობრივი თვითმმართველობის 243 და ცხრა ააიპ-ის 521 თანამშრომელი მიიღებს.

დედოფლისწყაროში პრემიებზე 89 410 ლარი დაიხარჯება და ხელფასის ოდენობის თანხას თვითმმართველობის 136 თანამშრომელი მიიღებს. 63 000 ლარი გაიცემა თელავის თვითმართველობის 197 თანამშრომელზე. 100 000 ლარზე მეტს კი ახმეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები მიიღებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა