პატიმრის ჩვენება, რომელმაც შესაძლოა გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმე აბსოლუტურად შეცვალოს

პატიმრის ჩვენება, რომელმაც შესაძლოა გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმე აბსოლუტურად შეცვალოს

"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნიკა მემანიშვილის ინფორმაციით, 12 დეკემბერს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რუსთავის #6 საპყრობილეში პატიმარი ერეკლე გურაბანიძე გადაიყვანეს, რომელიც დიდი ხანია შიმშილობს და მოითხოვს გამოძიებამ დაკითხოს არასრულწლოვანი პატიმრის, გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმეზე. უფლებადმაცველი აცხადებს, რომ პატიმარი გაუსაძლის პირობებშია - არ აქვს სკამი, ჰიგიენის საშუალებები და მასზე ხორციელდება სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა.

"ერეკლე გურაბანიძე უკვე დიდი ხანია ითხოვს გარდაცვლილი არასრულწლოვანი პატიმრის, გოგა ძველაიას საქმეზე დაიკითხოს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ არის. გურაბანიძის თქმით, გოგა ძველაია ციხის უფროსის მოადგილემ შმაგი ბანძელაძემ სპეციალურად მოათავსა იმ სართულზე, სადაც ძველაიას ადრე ჰქონდა ერთ-ერთ მაყურებელთან პრობლემები. ძველაიას განცხადებით კი, თუ ის ამ დაწესებულებაში მოხვდებოდა, ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. მისი ამ სართულზე განთავსება არც შეიძლებოდა, რადგან იქ იყვნენ სრულწლოვანი და მისჯილი პატიმრები. ერეკლე გურაბანიძის დაკითხვამ შესაძლოა თავდაყირა დააყენოს გამოძიების შედეგები. აღსანიშნავია ის, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა და ეუბნებიან, რომ თუ ჩვენებას მისცემს, დაუმატებენ ციხეში ყოფნის ვადას. გურაბანიძე 3 თებერვალს უნდა გამოვიდეს ციხიდან", - აცხადებს ნიკა მემანიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა