გიორგი უშიკიშვილი - "ახლა ალბათ ყველა ხვდებით, რომ ჩემი გათავისუფლება იყო მიზანმიმართული"

გიორგი უშიკიშვილი - "ახლა ალბათ ყველა ხვდებით, რომ ჩემი გათავისუფლება იყო მიზანმიმართული"

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების რეალურ მიზეზს ამხელს.

"მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ, როცა გავიგე ჩემი გათავისუფლების შესახებ, გავაკეთე პროგნოზი და ვთქვი, რომ სავარაუდო კანდიდატურა ფოლკლორის ცენტრის დირექტორისა იქნებოდა დონაძე. ახლა ალბათ ყველა ხვდებით, რომ ჩემი გათავისუფლება იყო მიზანმიმართული, დადგმული შოუ ჩემს წინააღმდეგ. და, რომ არანაირ დარღვევას ადგილი არ ქონია.

მინდა გითხრათ, რომ ლოტბარი დონაძე არის ანსამბლ "ბასიანის" ხელმძღვანელი. ამ ანსამბლს, რომელსაც სხვა ანსამბლებზე მეტი წვლილი არ მიუძღვის ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციაში. კულტურის სამინისტრომ 2014 წლიდან მიანიჭა სსიპ სტატუსი წლიური დაფინანსებით 240 ათასი ლარი. ეს იმ დროს, როცა გორის ქალთა კაპელას, რომლის შემადგენლობაც 3-ჯერ მეტია, და, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული საგუნდო მუსიკის აღორძინებაში, წლიური დაფინანსება 130 ათასი აქვს. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ....", - წერს უშიკიშვილი.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ გასცა. საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი თავად გიორგი უშიკიშვილისგან გახდა, რომელმაც გათავისუფლების შესაბამისი ბრძანების ასლი საკუთარი Facebook-ის გვერდით გაასაჯაროვა.

"ასე რომ მეგობრებო აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი :) მიუხედავათ ბევრი მნიშველოვანი პროექტისა, გამანთავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე, ოღონდ აღსანიშნავია, რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შებულებაში ვარ :))) აჰა ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა :) არაუშავს ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის, მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის", - წერდა უშიკიშვილი (სტილი დაცულია).

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს