სოფელ კაბალიდან 18 წლის გოგონას გატაცების საქმეს გურჯაანის პროკურატურა იძიებს

სოფელ კაბალიდან 18 წლის გოგონას გატაცების საქმეს გურჯაანის პროკურატურა იძიებს

გურჯაანის რაიონული პროკურატურა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალიდან 18 წლის გოგონას გატაცების საქმეს იძიებს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილის, ილია ჯანგულაშვილის განცხადებით, გოგონას მამა ამბობს, რომ მისი შვილი, რომელიც სხვა მამაკაცზე იყო დანიშნული, თანასოფლელმა მოიტაცა. პროკურატურის წინასწარი ინფორმაციით კი, გოგონა მამაკაცს თავად გაჰყვა.

"მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გატაცებული გოგონა თანასოფლელ მამაკაცს საკუთარი ნებით ჩაუჯდა მანქანაში მაშინ, როცა ის მეზობლის ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა. გოგონას მამა მამაკაცის დასჯას ითხოვს. გამოძიებაც ოჯახის მომართვის საფუძველზე დაიწყო. საქმის დეტალები გოგონას დაკითხვის შემდეგ გაირკვევა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ილია ჯანგულაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა