სტალინის ძეგლის დემონტაჟს "ტაბულას" დამფუძნებელი ფონდი განახორციელებს

სტალინის ძეგლის დემონტაჟს "ტაბულას" დამფუძნებელი ფონდი განახორციელებს

თელავში, ზუზუმბოზე აღმართული სტალინის ძეგლის დემონტაჟის ტენდერში "ტაბულას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა "სამოქალაქო განათლების ფონდმა" გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ძეგლის დემონტაჟი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს. დემონტაჟი კი, მაღალი ხარისხით შემდეგ სამუშაოებს მოიცავს: სტალინის ძეგლისა და რკინა ბეტონის ძეგლის სადგამის დემონტაჟი, სამშენებლო ნარჩენების დატვირთვა ხელით ავტოთვითმცლელებზე, ძეგლის გატანა 5 კილომეტრზე, ნანგრევების ავტოთვითმცლელებით ნაგავსაყრელზე 20 კილომეტრზე გატანა.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გივი მეტრეველის ინფორმაციით, ტენდერში მხოლოდ "სამოქალაქო განათლების ფონდი" მონაწილეობდა. მისივე თქმით, ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენისთანავე გაფორმდება. "სამოქალაქო განათლების ფონდის" მიერ ხარჯთაღრიცხვა გარკვეული უზუსტობით იყო წარმოდგენილი, ვთხოვეთ მისი დაზუსტება. დღეს, წესით უნდა წარმოადგინონ დაზუსტებული ვარიანტი და ამის შემდეგ უფლება გვაქვს, 3-დან 5 დღის ვადაში გავუფორმოთ ხელშეკრულება", - აცხადებს მეტრეველი.

თელავის გამგებლის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, სად დასაწყობდება დემონტაჟის შემდეგ სტალინის ძეგლი, თუმცა ის "ძეგლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე" ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა