ბრიტანეთში ცელულიტიანი რაგბისტების ეროტიკული კალენდარი გამოუშვეს

ბრიტანეთში ცელულიტიანი რაგბისტების ეროტიკული კალენდარი გამოუშვეს

2014 წლის ეროტიკულ კალენდარზე მოდელებად შიშველი რაგბისტი გოგონები გამოსახეს.

მაგრამ ბევრს კალანდრის იდეა საკამათო მოეჩვენა, რადგან სპორტსმენების რუბენსისეული ფორმები გლამურული სილამაზის სტანდარტებისგან შორს არის.

ფოტოსესია უჩვეულო აღმოჩნდა. რაგბის ჯგუფ Camp Hill-ის ზოგიერთ სპორტსმენს ფუმფულა ფორმების გარდა, ცელულიტიც აქვს.

გოგონები შიშველ სხეულს არა ქალის აქსესუარებით, არამედ სხვადასხვა საგნებით იფარავენ - კერძოდ რაგბის ბურთებით და ლუდით სავსე ბოკლებით, ასევე ბარისა და ბილიარდის მაგიდებით. 

ოქტომბრის ფოტოზე გოგონებმა სიშიშვლე დიდ აბაზანაში ქაფით დაიფარეს, დეკემბერში ბუსტჰალტერისა და საცვლების როლი საშობაო ატრიბუტებმა შეასრულა.

კალენდარმა დახვეწილი სხეულის მოყვარულებში კრიტიკა უკვე გამოიწვია. ამასთან, ბევრმა იდეის ორიგინალურობა და გოგონების ბუნებრიობა დააფასა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს