სურამში ახლადნაყიდი ჩინური ნაძვის ხე გადატყდა

სურამში ახლადნაყიდი ჩინური ნაძვის ხე გადატყდა

ხაშურის გამგეობამ ხელოვნური ნაძვის ხეების შესაძენად, დეკემბერში, 22 ათასი ლარი გახარჯა. ერთი ნაძვის ხე - ხაშურში, ხოლო მეორე - სურამში დადგეს.

სურამის ხელოვნური ნაძვის ხე, რომელიც გამგეობას 1 700 ლარი დაუჯდა, ქარმა გადატეხა. ნაძვის ხე ჩინური იყო და გამგეობამ ის კომპანია "თორნიკე"-სგან იყიდა. ხაშურის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სიმონ ხითარიშვილის თქმით, სავარაუდოდ, შპს "თორნიკე" დაჯარიმდება. სურამში კი, ხელოვნური ნაძვის ხის ნაცვლად, სკვერში მდებარე ცოცხალი ნაძვი მოირთვება.

რაც შეეხება ხაშურს, აქ აღმართული 7 მეტრიანი ნაძვის ხე, კომპანია "ლთ ჯგუფისგან" 21 041 ლარად არის შეძენილი. საახალწლოდ ხაშურის ქუჩებიც განათდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საახალწლო განათებები უკვე მონტაჟდება.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა