უფასო ტანსაცმლის იმედით, კიეველები წვიმაში გაშიშვლდნენ

უფასო ტანსაცმლის იმედით, კიეველები წვიმაში გაშიშვლდნენ

კიევის მაცხოვრებლები დედაქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ფაქტობრივად, შიშვლები მივიდნენ. ისინი პრომო-კამპანიის დაპირებას აჰყვნენ, რომლის თანახმად მომხმარებლებს, რომლებიც სუპერმარკეტის გახსნაზე ტრუსებსა და საცურაო კოსტუმებში მივიდოდნენ, უფასო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეხვდებოდათ.

ამ დაპირების გამო აქციის დაწყებამდე სავაჭრო ცენტრის წინ სხვადასხვა ასაკის დაახლოებით 100 კაცი და ქალი შეიკრიბა.

ნესტის, ქარისა და წვიმის მიუხედავად, ტრუსებსა და საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი კიეველები შეპირებულ სიგნალს ელოდნენ, რომლის შემდეგ მათ მაღაზიებში უფასო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვის შეუშვებდნენ.

აღსანიშნავია, რომ აქციის წესებით, კლიენტებს შეჯიბრში უნდა მიეღოთ მონაწილეობა - მაღაზიებში ეარათ, სპეციალური სტიკერები აღმოეჩინათ და ბრენდის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სერთიფიკატები მიეღოთ.

"როდის მომხდარა ქვედა საცვლებით მაღაზიებში გევლოს და მილიციაში არ მოხვედრილიყავი!", - გაუზიარა აქციის შთაბეჭდილებები იულიამ სოციალური  ქსელში მეგობრებს. მიუხედავად ამისა, მონაწილეები აღშფოთებულნი იყვნენ და სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოხატეს. კიეველები წუწუნებდნენ, რომ ტანსაცმელი ყველას არ შეხვდა, ხოლო კონკურსმა მათ სირცხვილის გარდა არაფერი მოუტანა.

მომზადებულია Комсомольская правда-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს