ვადაგასული საკვების რეალიზაციასა და ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევებზე ფულადი სანქციები წესდება

ვადაგასული საკვების რეალიზაციასა და ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევებზე ფულადი სანქციები წესდება

ვადაგასული საკვების რეალიზაციასა და ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევებზე ფულადი სანქციები წესდება. ცვლილებები, რომელიც "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონში შედის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე განიხილეს. მოქმედი კანონმდებლობით, ვადაგასული პროდუქტი განადგურებას ექვემდებარება, თუმცა აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის სანქცია არ არის გათვალისწინებული.

აღნიშნულის გამო, კოდექსს 74-ე პირველი პრიმა მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, ფულადი ჯარიმები განისაზღვრება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით გალეგაშვილის განმარტებით, ბიზნეს-ოპერატორის მიერ ვადაგასული სურსათის თუ ცხოველის საკვების რეალიზაცია, გამოიწვევს ფულად ჯარიმას - 500 ლარის ოდენობით. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას - 400 ლარის ოდენობით. თუმცა, თუ იგივე ქმედება წლის განმავლობაში განმეორდება, ჯარიმა სამმაგდება და ის 1200 ლარს შეადგენს.

ფულადი სანქციების დაწესების პარარელურად, იმ ნორმების გადავადება ხდება, რომლის მიხედვით, ვეტერინარი ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობას, 2014 წლის ნაცვლად, 2015 წლიდან განახორციელებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ