ვინ იყო ალექსი ქართველი, რომელსაც 1918-1921 წლებში აშშ-ში საქართველოს ელჩობას სთავაზობდნენ

ვინ იყო ალექსი ქართველი, რომელსაც 1918-1921 წლებში აშშ-ში საქართველოს ელჩობას სთავაზობდნენ

ალექსი ქართველი (გოგოხია) შეერთებულ შტატებში 1894 წელს გაემგზავრა, მას შემდეგ, რაც თბილისის თეოლოგიური ინსტიტუტიდან გარიცხეს. ნიუ-იორკში მან ინგლისური შეისწავლა და მრავალი შემთხვევითი სამუშაოს გამოცვლაც მოასწრო, ვიდრე 1897 წელს ლუკა ჩხარტიშვილს შეხვდებოდა და "ბაფალო ბილის" ველური დასავლეთის შოუს შეუერთდებოდა.

იგი შოუში 1899 წლის სეზონის ბოლომდე დარჩა, მოგვიანებით, 1900 წელს კი მან საკუთარ ჯგუფთან ერთად დაიწყო მუშაობა. იმ პერიოდში მან ალექსი ქართველი დაირქვა, გარდა ამისა, ის ცნობილია კაპიტან ქართველის, პოლკოვნიკ ქართველისა და პრინც ქართველის სახელებით. ამბობენ, 1903-1905 წლებში ის ქართველთა თითქმის ყველა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობამ მას აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტი შესთავაზა, თუმცა გოგოხიამ ამ პოსტზე უარი თქვა. ის 1949 წელს მინეაპოლისში (მინესოტა) გარდაიცვალა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს