"4 დაუვიწყარი თვე სამშობლოში" - გაგა თოდუას ემოციური სტატუსი გულშემატკივრებს

"4 დაუვიწყარი თვე სამშობლოში" - გაგა თოდუას ემოციური სტატუსი გულშემატკივრებს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, თაკო ჩორგოლაშვილის მეწყვილე გაგა თოდუა "ფესიბუქის" საკუთარ გვერდზე გულშემატკივრებს მადლობას უხდის, რომ სამშობლოში 4 დაუვიწყარი თვის გატარების საშუალება მისცეს.

"დილა მშვიდობისა ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, მე ბედნიერი ვარ და ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენ მე მომეცით საშუალება ისეთი 4 თვე გამეტარებინა ჩემს სამშობლოში, როგორიც არ მახსოვს არასდროს და რომელიც არ დამავიწყდება მთელი ცხოვრების მანძილზე, ძალიან მიყვარხართ, ყველას მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს და თქვენთვის ისეთივე (და უფრო მეტი) ბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი, როგორი ბედნიერიც თქვენ აქციეთ ჩემთვის 2013 წელი. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, წარმატებებს და ბედნიერ ცხოვრებას. მიყვარხართ!", - წერს გაგა.

გაგა თოდუა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პარტნიორობას "იმედის" ჟურნალისტ თაკო ჩორგოლაშვილის უწევს. გაგა უკრაინაში გაზრდილი ქართველია, რომელიც ამ კონკურსზე შემთხვევით მოხვდა.

ის წელს თბილისში აგვისტოში ნათესავების მოსანახულებლად ჩამოვიდა და ბიცოლასგან შეიტყო, რომ პროექტისთვის "ცეკვავენ ვარსკვლავები" კასტინგი ტარდებოდა, მოცეკვავეებს არჩევდნენ. წადი, რა იცი, რა ხდება, - უთხრა ბიცოლამ.

"ჟიურის წინაშე რომ წარვდექი, მოუმზადებელი ვიყავი. მზია ორველაშვილთან დამაყენეს და ვიცეკვე. ის, რაც გავაკეთე, სრული იმპროვიზაცია იყო. ვიცეკვეთ "ვალსი" და "რუმბა". ყველას ძალიან მოეწონა. შემდეგ ქორეოგრაფმა დიმამ და პროდიუსერმა ნოემ მითხრეს, კოორდინატები დაგვიტოვე და დაგიკავშირდებითო. დავუტოვე ჩემი კოორდინატები და კიევში გავემგზავრე. ერთ დღესაც, ღამის 11 საათზე, ნოე სულაბერიძემ თბილისიდან დამირეკა და მითხრა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ძალიან მალე უნდა ჩამოხვიდეო. შოკში ჩავვარდი, რადგანაც ასე უცებ კიევში მთელი ჩემი საქმეები უნდა გადამეწყო... თან, ვარშავის უნივერსიტეტში ვსწავლობ... ერთ საათში დავურეკე ნოეს, თანხმობა ვუთხარი და იმავე ღამეს საქართველოში გამოვფრინდი. პროექტის გამო ვარშავის უნივერსიტეტში აკადემიური წელი ავიღე...", - ყვება "ამბები.გე"-სთან საუბარში მოცეკვავე.

იხილეთ ასევე: თაკო ჩორგოლაშვილის რისკიანი და ბაიკერი პარტნიორის კიევური ცხოვრება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს