ბაგრატიონებმა "სამეფო რბოლაში" 2 წლის უფლისწულიც ჩართეს - "მეომარიც იქნება!... ეგეც ქართულ გენში აქვს!"

ბაგრატიონებმა "სამეფო რბოლაში" 2 წლის უფლისწულიც ჩართეს - "მეომარიც იქნება!... ეგეც ქართულ გენში აქვს!"

"მართვის სწავლა არ სჭირდება, გენში აქვს..." - ამ ტექსტით საქართველოს სამეფო საიტი georoyal.ge აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც პატარა უფლისწული გიორგი ელექტრომობილით სეირნობს.

"მეომარიც იქნება!... ეგეც ქართულ გენში აქვს! ღმერთმა ისეთი გამბედაობა მისცეს, როგორიც მისი პაპის პაპის მამას, ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონს, განათლება და სიბრძნე, როგორც ბაგრატ უფლისწულს, პირველ მუხრანბატონს, ისეთი თავდადება მამულისათვის, მის წინაპარ დიმიტრი II თავდადებულს რომ ჰქონდა... ღმერთმა დაამსგავსოს დავით აღმაშენებელს!!!" - ვკითხულობთ სამეფო საიტზე.

ვიდეოს თან ერთვის პატარა უფლისწულის მამის, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის და ბაბუის, ავტომრბოლელი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის რბოლის დროს გადაღებული ფოტოებიც.

ფოტოზე: დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი რბოლის დროს

ფოტოზე: გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონი. ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა კატეგორიების ავტორბოლაში

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს