დიდებული გიგანტური ყინულის სასახლე ჩინეთში (+14 ფოტო)

დიდებული გიგანტური ყინულის სასახლე ჩინეთში (+14 ფოტო)

ჩინეთის ქალაქ ხარბინში გიგანტური ყინულის სასახლე ააგეს. სპეციალურად თოვლის ფესტივალისთვის 26 მეტრი სიმაღლის სასახლე რამდენიმე კვირის განმავლობაში "შენდებოდა".

როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, დაახლოებით 10 000 ადამიანი დაიქირავეს, რათა ყინულისგან სხვადასხვა სკულპტურები შეექმნათ. ყინულის კომპოზიციებს, საერთო ჯამში, 180 000 კვადრატული მეტრი ყინული და 150 000 კვადრატული მეტრი თოვლი დასჭირდა.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ყინულის ნამუშევრები სხვადასხვა ფერით გაანათეს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ადგილობრივებსა და ტურისტებს საინტერესო თეატრალური წარმოდგენებით, კონცერტებითა და შოუ-პროგრამებით გაანებივრებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს