მარგველაშვილი იმერლიშვილის უწყებაში "ფუფუნების მიმართულებით ვერც ერთ ნაბიჯს" ვერ ხედავს

მარგველაშვილი იმერლიშვილის უწყებაში "ფუფუნების მიმართულებით ვერც ერთ ნაბიჯს" ვერ ხედავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ ბოლო ერთ თვეში განხორციელებულ შესყიდვებში "ფუფუნების" ნაბიჯს ვერ ხედავს.

"საერთოდ ფუფუნების ტენდენცია, რომ ჩემთვის მიუღებელია, ამას არაერთხელ გავუსვი ხაზი, როგორც ჩემი პირადი გადაწყვეტილებებით, ისე - განცხადებებით. თუმცა, ვფიქრობ, ვიდრე მოვახდენთ მიმართულებით ვინმეს "კლიშირებას", რომ ესა თუ ის შესყიდვა არის აუცილებლად ფუფუნების საგანი, კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები დეტალურად ნახავენ, რაზეა საუბარი და შესაბამისად, გააკეთებენ დასკვნებს. უშიშროების საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებებში ფუფუნების მიმართულებით ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვხედავ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, დეტალებში შესვლა არ სურს, თუმცა არ შეიძლება, ფუფუნების საგანს წარმოადგენდეს მაგალითად, კომპიუტერის ჩანთა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უშიშროების საბჭოს მდივანმა ძვირადღირებულ ავტომანქანასთან ერთად, ასევე შეიძინა მობილური ტელეფონი და კომპიუტერის ჩანთა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

პროკურატურის "ლექსუსმა" და იმერლიშვილის უწყების ხარჯებმა

ავთანდილ ბერიძის სკანდალი გადაფარა - "სოლიდარობა ავთოს პრადოს"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა