პარლამენტს "პანაშვიდი" გადაუხადეს: "ჩვენ ვგლოვობთ უუნარო პარლამენტს"

პარლამენტს "პანაშვიდი" გადაუხადეს: "ჩვენ ვგლოვობთ უუნარო პარლამენტს"

"ჩვენ ვგლოვობთ გარდაცვლილ პარლამენტს", - ასეთი წარწერიანი გვირგვინი იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტის შენობის წინ დადგეს. თუმცა პარლამენტთან გამართულ ხმაურიან "პანაშვიდს" დეპუტატები არ გამოხმაურებიან.

"ჩვენ ვგლოვობთ უუნარო პარლამენტს, პარლამენტარებს, რომლებმაც ძველი ცუდი უარესით შეცვალეს. ივანიშვილმა მთავრობაში, თანამდებობზე სუფრის მეგობრები დანიშნა. პარლამენტი მოლაყბეთა ბიუროა და ჩვენ მათი დაპირებების შესრულებას ვითხოვთ" , - აღნიშნეს აქციაზე.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკით დაზარალებულები პარლამენტის წინ აქციებს უკვე დიდი ხანია მართავენ. ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ.

წყარო: psnews.ge

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა