10 კვერცხი, ზეთი, მაკარონი, მაიონეზი – ქუთაისის მერის საჩუქრები სპორტსმენებს

10 კვერცხი, ზეთი, მაკარონი, მაიონეზი – ქუთაისის მერის საჩუქრები სპორტსმენებს

იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილის და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას მიერ ვეტერან სპორტსმენებისთვის გადაცემული საჩუქრებით სპორტსმენები შეურაცხყოფილები დარჩნენ.

როგორც  ერთ-ერთმა ვეტერანმა სპორტსმენმა განაცხადა, ქუთაისის მერიამ მათ მრავალშვილიანი დედების საჩუქრები გადასცა.

"10 კვერცხი, ერთი ბოთლი ზეთი, "სგუშონი", მაკარონი და მაიონეზი - ეს გადმოგვცეს საჩუქრებად იმერეთის გუბერნატორმა, ქუთაისის მერმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ. მრავალშვილიანი დედა მეგონა თავი. შარშან ერთი ბოთლი ღვინო მოგვცეს და ის სჯობდა" , - ამბობს ერთ-ერთი ვეტერანი სპორტსმენი.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა