ქუთაისში ახალი წლის ღამეს კონცერტს რობი კუხიანიძე და ჯგუფი "აუტსაიდერი" გამართავს

ქუთაისში ახალი წლის ღამეს კონცერტს რობი კუხიანიძე და ჯგუფი "აუტსაიდერი" გამართავს

ქუთაისში, ქალაქის მერიის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებები 27 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ქალაქში საახალწლო პროგრამა მაქსიმალურად დატვირთულია, თუმცა ღონისძიებათა ძირითადი ნაწილი მაინც 31 დეკემბერზე მოდის. ახალი წლის ღამეს, ცენტრალურ მოედანზე გამართულ დასკვნით საახალწლო კონცერტს ქუთაისელი მომღერლებისა და მოცეკვავეების შემდეგ, მუსიკოსი რობი კუხიანიძე და ჯგუფი "აუტსაიდერი" დაასრულებს. თუმცა არც მთავარ საახალწლო კონცერტამდე მოიწყენენ ქუთაისელები.

როგორც საახალწლო პროგრამა იუწყება, ქალაქში დილიდან იმოძრავებს ღია ავტობუსი, რომელშიც თოვლის ბაბუსთან ერთად სხვადასხვა ზღაპრულ პერსონაჟებად გადაცმული ნიღბებისა და ბერიკების თეატრის მსახიობები იმგზავრებენ. საახალწლო საჩუქრების ძირითადი ადრესატები კი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები იქნებიან. დილის 10 საათიდან გაიმართება საახალწლო ბაზრობა კინოთეტრ "მონ პლაზირის" მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ მომხმარებელს საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების, მისალოცი ბარათების და საახალწლო აქსესუარების შეძენა შეეძლება.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა