როგორ მიაგნებენ მკვლელს მსხვერპლისა და თვითმხილველის თვალის მიხედვით?

როგორ მიაგნებენ მკვლელს მსხვერპლისა და თვითმხილველის თვალის მიხედვით?

მალე შესაძლებელი იქნება, მკვლელს მსხვერპლისა და თვითმხილველის თვალზე არეკლილი ობიექტის მიხედვით მიაგნონ.

"თვალის გუგა შავ სარკეს ჰგავს. თვალის ანარეკლს შეუძლია გვიჩვენოს, სად და ვისთან ერთად ვიყავით", - ამბობენ მეცნიერები.

გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ დაბალრეზოლუციური პასპორტის ფოტოებს ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ; მაგალითად, მოწმის სახის, გარემოსა და მდებარეობის აღდგენა. როგორც მეცნიერი ჯენკინსი ამბობს, ეს ტექნიკა კრიმინალის გამოსაძიებლად ძალიან საჭიროა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსხვერპლის ფოტოს ავრცელებენ - მძევლად აყვანისას, ან ბავშვზე სექსუალური ძალადობის დროს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტში 8 მოქალაქე ჩართეს. ყველანი 4 ადამიანს უყურებდნენ, რომლებიც კამერის უკან იდგნენ. როგორც ჟურნალ PLOS ONE-ში დაბეჭდილ სტატიაშია აღნიშნული, ტესტირებისას ნაცნობი სახის რეფლექსი თვალის გუგაზე 84 პროცენტით აღიბეჭდა, ხოლო უცნობი პიროვნების შემთხვევაში 71 პროცენტით.

მომზადებულია PLOS ONE-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს