2014 წელი პესიმისტებისთვის არ არის!.. ასტროლოგი გირჩევთ...

2014 წელი პესიმისტებისთვის არ არის!.. ასტროლოგი გირჩევთ...

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, მალე 2014 წელი დადგება. სჯერა თუ არა, ყველა ცდილობს, ახალ წელს ისე შეხვდეს, როგორც ასტროლოგები გვირჩევენ ხოლმე. იმის გასარკვევად, როგორი იქნება 2014 წელი და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი წელი წარმატებული იყოს, ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს მივმართეთ.

- დგება ლურჯი ცხენის წელიწადი. ჩინელები 2014 წელს ხის ლურჯი ცხენის წელიწადს ეძახიან. შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში დომინანტი ფერი ლურჯი იქნება. წლის პირველ ნახევარში, 17 ივლისამდე ადამიანებისთვის წარმატების გარანტი ის გახდება, რამდენად შეძლებენ იმ გარემოებებთან შეგუებას, რასაც მათ ცხოვრება შესთავაზებს. მომავალი წელი იყოფა ორ ნაწილად, რადგან 17 ივლისს წლის მმართველი პლანეტა იუპიტერი იცვლის პოზიციას. ამ თარიღის მერე, წლის მეორე ნახევარი, ადამიანებმა მხიარულად უნდა გაატარონ. ეს პერიოდი წარმატებული იქნება ოპტიმისტი ადამიანებისთვის, ამიტომ პესიმისტებს ვურჩევ, ვექტორი შეცვალონ და რაც უფრო მეტად იქნებიან ორიენტირებული ცხოვრებიდან სიამოვნების მიღებაზე, მით უკეთესად გან-ვითარდება მათი ცხოვრება.

ცხენის წელი ადამიანებისგან რაც შეიძლება დიდ დინამიკას მოითხოვს. ის, ვინც მარტოობისკენ არის მიდრეკილი, მომავალ წელს ისე გაატარებს, რომ სასიკეთოს ვერაფერს მიიღებს. ვინც ცვლილებას ეძებს და უყვარს, მისთვის წარმატებული წელი იქნება.

საქართველოსთვის 2014 ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი წელიწადი იქნება. 17 ივლისის მერე ექსპანსიის მმართველი პლანეტა იუპიტერი შედის საქართველოს მმართველ პლანეტა ლომში, ამიტომ ამ პერიოდში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში, რადიკალური კუთხით. საგარეო პოლიტიკა იმდენად კარგად დაბალანსდება, რომ ყველა კმაყოფილი იქნება და საზოგადოებაში მეტი ოპტიმიზმი გაჩნდება. წლის პირველი ნახევარი საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვისაა განკუთვნილი. სახელმწიფოსთვის კარგი პერიოდი წლის მეორე ნახევარში დადგება.

- როგორ უნდა გამოვეწყოთ ახალი წლის ღამეს, რომ წარმატებული წელი გვქონდეს?

- ცხენის წელი 2014 წლის 31 იანვარს დგება, თუმცა პირველ იანვარსაც ისე უნდა შევხვდეთ, როგორც ცხენს უყვარს. სასურველია, სამოსში ლურჯი ფერი დომინი-რებდეს. რადგან ცხენს უყვარს ბალახი, უნდა იყოს მწვანეც. კარგი იქნება, თუკი ქალები მოირგებენ ტანზე მომდგარ გრძელ კაბებს. მამაკაცებს შეუძლიათ, ლურჯი ან მწვანე ფერის ჰალსტუხი გაიკეთონ. ცხენს წესრიგი უყვარს.

- რა უნდა გვქონდეს აუცილებლად საახალწლო სუფრაზე?

- აუცილებლად უნდა იყოს ბევრი მწვანილი. აგრეთვე უნდა იყოს ის, რაც ცხენს უყვარს. ძველი ტრადიციის მიხედვით, საუკეთესო ბედაურებს ქიშმიშით კვებავდნენ, რომ ფორმაში ყოფილიყვნენ. ამიტომ ქიშმიში, გარგარისა და სხვადასხვა ჩირი საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ. ცხენის წელს არ უყვარს ასაფეთქებელი მოწყობილობები და შუშხუნები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხიარულად არ შევხვდეთ ახალ წელს. ძალიან კარგი იქნება ხმამაღალი მუსიკა. ჩინელი ასტრონომები სულ ამბობენ, რომ ცხენის წელს უნდა შევხვდეთ მუსიკით. კარგი იქნება სახლის გარეთ ახალი წლის შეხვედრა. საახალწლო კონცერტზე დასწრება ან ბუნებაში გასვლა. რადგან ხის სტიქია არის დომინანტი, სასურველია, სუფრას შევმატოთ ხის ჭურჭელი. რადგან ცხენს მწვანე ფერი უყვარს, სუფრაზე ოთახის ყვავილიც დავდგათ.

ზოგიერთი ასტროლოგი ადამიანებს ურჩევს, წინასაახალწლოდ შეიძინონ ქერი, დაყარონ ლამბაქზე, დადონ ზემოდან ბამბა და დაასხან წყალი. ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე თუ მოვიქცევით ასე, ახალი წლისთვის სუფრაზე დასადებად მზად იქნება ჯეჯილი, რომელიც ცხენის წელთან შესახვედრად საუკეთესოა. ჯეჯილისთვის უნდა გამოიყენონ ქერი და არა ხორბალი, რადგან ქერი ცხენის ერთ-ერთი საყვარელი საკვებია.

იხილეთ სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს