ანტარქტიდაში 100 წლის წინანდელი ფოტოები აღმოაჩინეს

ანტარქტიდაში 100 წლის წინანდელი ფოტოები აღმოაჩინეს

ანტარქტიდაში 100 წლის წინანდელი, დღემდე უცნობი 22 ფოტო აღმოაჩინეს.

ფოტოები 100 წლის მანძილზე ყინულის ბლოკში მოთავსებულ პატარა ყუთში ინახებოდა. დაზიანებულ ფოტოებს ველინგტონელმა ფოტოგრაფებმა მიაგნეს. როგორც მეცნიერი ნიგელ უოტსონი ამბობს, "ფოტოები დღემდე არავის უნახავს. ეს ანტარქტიდის გმირების ეპოქაა. ფოტოები ექსპედიციას ასახავს".

სამეცნიერო ორგანიზაცია Antarctic Heritage Trust-ის ჯგუფის წევრებმა ფოტოები იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც თავის დროზე დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის კაპიტნისა და მკვლევარის რობერტ სკოტის ნივთებს მიაგნეს.

1910-1913 წლებში რობერტ სკოტის ხელმძღვანელობით, ხუთკაციანი გუნდი ხომალდით "ტერა-ნოვა" ექსპედიციაში წავიდა, მაგრამ უკან დაბრუნებისას სკოტი და მისი მეგზურები დაიღუპნენ. ეს ყუთი მოგვიანებით მკვლევარმა ერნესტ შეკლტონმა გამოიყენა და როგორც ჩანს, ნეგატივების ეს პარტია ხელუხლებელი დარჩა. მოგვიანებით მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა ხომალდით "ავრორა" დარჩენილი ჯგუფის წევრებისთვის პროდუქტები და ნივთები წაიღო. ჯგუფში 8 კაცი შედიოდა და ერთ-ერთი ფოტოგრაფი იყო. ფოტოსურათები სწორედ ამ ადამიანების გმირულ საქციელს ასახავს.

მომზადებულია imaging-resource.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს