რატომ არ იმახსოვრებს ტვინი ბავშვობის მოგონებებს

რატომ არ იმახსოვრებს ტვინი ბავშვობის მოგონებებს

ყველა თქვენგანს აინტერესებს, როგორ ცხოვრობდა 5 წლამდე, რა გიყვარდათ, გახარებდათ და გადარდიანებდათ, მაგრამ თითქმის არაფერი გახსოვთ და ბავშვობას მშობლების მონაყოლითა და ფოტოსურათების მეშვეობით იხსენებთ.

ტვინი დღემდე ამოუცნობი ფენომენია, თუმცა მეცნიერებმა დაკვირვების შედეგად გარკვეული მონახაზი მაინც გააკეთეს, რაც კანადაში ნეირომეცნიერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს.

აღმოჩნდა, რომ "ბავშვური ამნეზია" გამოწვეულია ჰიპოკამპუსზე არსებული ნერვული უჯრედების სწრაფი ზრდით. ტორონტოს ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი მეცნიერის პოლ ფრენკლენდის თქმით, ახალგაზრდები მხოლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს იმიტომ იმახსოვრებენ, რომ ტვინში ახალი ინფორმაციის სწრაფი ჩანაცვლება ხდება. ჰიპოკამპუსს 2 რამ ევალება: ყველა დეტალი ჩაიწეროს და შეინახოს, საჭიროების შემთხვევაში კი მიაგნოს და აღადგინოს. მთელი ენერგია კი ახალ ნეირონებზე იხარჯება.

"ადამიანებს ცხოვრების პირველ წლებში სტაბილური მეხსიერების ფორმირება არ შეუძლიათ. 4 წლის ქალიშვილი მყავს და ექსპერიმენტში ჩავრთე. 2 თვის შემდეგ ყოველთვის ვეკითხები რამდენიმე კვირისა და თვის წინ მომხდარ მოვლენებზე, ვინტერესდები, ახსოვს თუ არა ღონისძიებები და კონცერტები, რომელსაც ერთად ვესწრებოდით. გარკვეულ დეტალებს მიყვება, მაგრამ 5 წლის შემდეგ არაფერი ემახსოვრება. მხოლოდ ჩემი და ჩემი მეუღლის მონათხრობის შემდეგ შეიძლება აღადგინოს გარკვეული კადრები", - ამბობს პოლ ფრენკლენდი.

მომზადებულია nbcnews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს