"სხდომის წინა ღამით მაინც დაიძინე, "Homo sapiens"-ო" - გოგა ხაჩიძე სარკებულოს მძინარე თავმჯდომარეს

"სხდომის წინა ღამით მაინც დაიძინე, "Homo sapiens"-ო" - გოგა ხაჩიძე სარკებულოს მძინარე თავმჯდომარეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილს აქილიკებს, რომესაც საკრებულოს სხდომაზე ჩაეძინა. მძინარე შიხიაშვილის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"არადა, რა ძალიან თვალნათელია ყველაფერი ის, რაც ხდება. ხშირად გააზრებაც კი არ სჭირდება, პირდაპირ დევს თვალსაჩინოდ და მარტივად...

აი დაახლოებით ასე...

რამდენი ხანი შეიძლება "არ"!!!!! დაინახო?!...

ბატონი ავთანდილი...

სოსო ჯაჭვლიანი...

თუნდაც აგერ ეს, შიხიაშვილი...

საკრებულოს თავჯდომარეს - საკრებულოს სხდომის დროს ჩაეძინა...

არა, თუ ხვდებით რა ხდება?

როგორ კიდია ტიპს

მე შენ გეტყვი, მთელი ღამე რაიმე ტიპის შრომაში ექნება გათენებული...

აი რა საქმე შეიძლება ჰქონდეს ახლა ამას, თანაც ღამით?!...

დაზიანებულ წყალსადენზე იქნებოდა თუ კანონშემოქმედებაში დაათენდებოდა?!...

ხო შანსი არაა?!...

ჰოდა, სხდომის წინა ღამით მაინც დაიძინე "Homo sapiens"-ო.

თუმცა, ეს ყველაფერი, მყისიერად ბავშურ თამაშად გეჩვენება, როგორც კი გახსენდება, რომ ეგ კი არა,.. ქვეყანაში მთავარი პროკურორი გყავს - კარგ, სამართლიან, ევროპულ, მიუკერძოებულ სასამართლოს მიერ დადგენილი ყაჩაღი...

აუf... რას შვებით? როგორ ხართ?... ", - წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს