ქარელში ნაძვის ხეს სათამაშოები მოპარეს

ქარელში ნაძვის ხეს სათამაშოები მოპარეს

ქარელის გამგეობის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხეს სათამაშოები და მოსართავების ნაწილი მოპარეს. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ნათია გოჩაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების ნაწილი უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

"მიმდინარე წელს ქარელის ბიუჯეტიდან კონცერტებზე და ფოიერვერკებზე თანხები არ გაიხარჯება. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, მხოლოდ, 27 დეკემბერს საღამოს დევნილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს თოვლის პაპასთან შეხვედრა მოვუწყეთ.  კულტურის სამინისტროს დახმარებით დაიდგა საახალწლო ნაძვის ხე, რომელსაც სათამაშოები და მოსართავები მოპარეს" - განაცხადა ნათია გოჩაშვილმა.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა