Twitter - ზე სერიალს გადაიღებენ

Twitter - ზე სერიალს გადაიღებენ

სოციალურ ქსელ Twitter -ზე სერიალს გადაიღებენ. კინოსტუდია Lionsgate-ის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ Twitter-ის გამოჩენამ ადამიანების ცხოვრების ყველა სფერო შეცვალა: პოლიტიკიდან და ბიზნესიდან - მეგობრობასა და რომანტიულ ურთიერთობებამდე. სწორედ ამიტომ, ”ტვიტერის” შექმნასა და შემქმნელებზე ფილმის გადაღება გადაწყვიტეს.

ამისთვის მათ ჟურნალისტ ნიკ ბილტონის წიგნის - "Twitter-ის შექმნა: ფულის, ძალაუფლების, მეგობრობისა და ღალატის ნამდვილი ისტორია" ეკრანიზაცია გადაწვიტეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და უკვე ბესტსელერად იქცა. წიგნის ავტორი სერიალზე მუშაობაშიც მიიღებს მონაწილეობას - იგი ფილმისთვის სცენარს დაწერს. როდის დაიწყება გადაღებები ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს