როგორი სამოსით შევხვდეთ ახალ 2014 წელს

როგორი სამოსით შევხვდეთ ახალ 2014 წელს

ლურჯი ცხენის წელიწადს, რაღა თქმა უნდა, ლურჯი ტონის ტანსაცმლით უნდა შევეგებოთ. თუკი საახალწლო ღამისთვის ლურჯ კაბას ანდა კოსტიუმს შევარჩევთ, მას კლასიკური ნავისებური ფეხსაცმელი, ანდა შავი და ლითონისფერი მაშიები უნდა შევუხამოთ. სამკაული კი ცოტა მოკრძალებული შევარჩიოთ.

მთავარია, ქსოვილი ნატურალური იყოს. ცხენს არ უყვარს სინთეტიკური ქსოვილები. ამიტომ კარგი არჩევანი იქნება, მაგალითად, აბრეშუმის კაბა ან კოსტიუმი. თუ არჩევანს ლურჯის მშვიდსა და ნაზ ტონებზე შეაჩერებთ, მაშინ ვერცხლისფერი ფეხსაცმელი და სამკაული მიუსადაგეთ.

კარგი იქნება სტრაზებისა და ნატურალური, ანდა ხელოვნური მარგალიტის გამოყენებაც. ნახევრად ძვირფასი ქვებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ლაზურიტს, აკვამარინს, ფირუზს, ციტრინსა და საფირონს. შეარჩიეთ ცივი ტონების აქსესუარები და თქვენს გარეგნობას სტილურობას, სიკაშკაშესა და ჰარმონიულობას შესძენთ.

2014 წლის შესახვედრად საუკეთესო ვარცხნილობა გაშლილი კულულებია, რომლებიც, ერთგვარად, ცხენის ფაფრის სიმბოლოდ იქცევა. აქტუალურია "ცხენის კუდიც", რომელიც ყველა ტიპის სახეს უხდება.

რაც შეეხება მანიკიურსა და მაკიაჟს, ისინი სავსებით უნდა ეხამებოდეს კაბას, ამიტომ შეარჩიეთ ცისფერი, იისფერი, ფირუზისფერი და ზღვისფერი. თუმცა ურიგო არ იქნება პასტელის ტონებიც: კრემისფერი, ატმისფერი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს