არაბი ქმარი ცოლის ცილისწამებისთვის გაამათრახეს

არაბი ქმარი ცოლის ცილისწამებისთვის გაამათრახეს

საუდის არაბეთში, მექაში მამაკაცი გაამათრახეს, რადგან ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე პირველ ღამეს ქალწული არ იყო.

ქმარი სასამართლოში აცხადებდა, რომ მისმა საცოლემ საჯარო ხელის მოწერაზე ნათესავების და საკუთარი მამის თანდასწრებით იცრუა და გრაფაში მიუთითა, რომ ქალწულია. მამაკაცი ამბობს, რომ მოატყუეს, რადგან ქალი უკვე განათხოვარი იყო. ქმრის კვალდაკვალ შეურაცხყოფილი ცოლიც სასამართლოში წავიდა და ქმრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ქმარმა ცოლის ბრალეულობა ვერაფრით დაამტკიცა და ისევ თვითონ დაისაჯა. ის საჯაროდ 20 როზგით გაამათრახეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს