სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2013 წლის პოზიტური მოვლენების ათეულს აქვეყნებს.
"10 პოზიტივი, რომლის გამოც 2013 წლის მადლობელი ვარ!!!
მაშ ასე მადლობელი ვარ, იმიტომ რომ:
1. გვყავს ღირსეული პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მართლა ძალიან ჰგავს ვაცლავ ჰაველს, მთავარია ჩვენ ვიყოთ მზად ამდენად გაწონასწორებული, ალტრუისტი, შინაგანად თავისუფალი პრეზიდენტის აღსაქმელად.
2. ქვეყანას მართავს პრინციპული, ზომიერად ქარიზმატული, წარსულით არდამძიმებული წესიერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
3. სამოქალაქო სექტორიდან მოვლენებს აფასებს ბრძენი, ფინანსურად და მორალურად თავდაჯერებული ბიძინა ივანიშვილი.
4. წლის აღმოჩენა იყო თავმოყვარე "ჩინოვნიკი" - მადლობა ოთარ ფარცხალაძეს!
5. ნაცები თრთიან!!! მითები მათ "ყოჩაღობაზე" მათივე შეთხზულია!
6. ყველა დავრწმუნდით, რომ სიბეცეს და თავხედობას საზღვარი არ აქვს გიორგი გაბუნიას "მესტიის რეპორტაჟის" მაგალითზე.
7. პატიმართა უფლებები დაცულია.
8. უსახლკაროებზე ზრუნვა დაწყებულია
9. იძულებით გადაადგილებულ პირებს სახლებს ვურიგებთ
10. მისი უდიდებულესობა საზოგადოებრივი აზრი ზეობს და აღარ იდევნება!
p.s. ახლა დაგვხატავდა მთავარ პროკურორად კახა კახიშვილი
p.s.s. მადლობა ჯანმრთელი ბავშვებისათვის და ირაკლისთვის...
მომავალ წლამდე, თქვენი
ლ.მ.", - წერს მოროშკინა.