უცნობი ფაქტები საახალწლო ნაძვის ხეზე

უცნობი ფაქტები საახალწლო ნაძვის ხეზე

დიდი ხნით ადრე, ვიდრე ადამიანები ახალი წლის აღნიშვნას დაიწყებდნენ, ძველ ეგვიპტელებს წელიწადის ყველაზე მოკლე დღეს სახლებში პალმის მწვანე ტოტი მიჰქონდათ, როგორც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლო.

ქურუმი-დრუიდები ზამთრის ბუნიობის დღესასწაულზე მუხის ტოტებზე ოქროს ვაშლებს ჰკიდებდნენ.

პირველი წერილობითი წყაროები საშობაო ნაძვის ხეზე მე-16 საუკუნეს ეკუთვნის. გერმანულ ქალაქ სტრასბურგში როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი ოჯახები ნაძვებს ხილით, ფერადი ქაღალდებითა და ტკბილეულით რთავდნენ.

ახალი წლის მოსვლას ყველგან განსაკუთრებული სამზადისი ახლავს. ადამიანები ქუჩებსა და სახლებს რთავენ, ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან, ყველა ქვეყანას თავისი თოვლის ბაბუა ჰყავს და თავისი სადღესასწაულო ტრადიცია აქვს.

რომაელები მიწათმოქმედების ღვთაების პატივსაცემად სატურნალიის ზამთრის დღესასწაულზე სახლებს მწვანე ფოთლებით რთავდნენ.

ნაძვს, როგორც წმინდა ხეს, თაყვანს ჯერ კიდევ ძველი გერმანიის მცხოვრებლები სცემდნენ. მათ სწამდათ, რომ სწორედ ამ ხეში ბინადრობდნენ ყოველივე ცოცხლის მფარველი სულები და რომ ნაძვის წიწვებს ბოროტი ძალების დამარცხება შეუძლიათ.

IV ს-ში საქართველოში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII ს-იდან - სექტემბერში, IX ასწლეულიდან კი ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან - მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დაწყება XIV საუკუნეში დამკვიდრდა.

76 მეტრი

ყველაზე დიდი მოცურავე ნაძვის ხე რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) ინთება. ლითონის კონსტრუქცია დამონტაჟებულია სპეციალურ მოცურავე პლატფორმაზე ლაგოას ტბის შუაგულში. ამ საახალწლო ნაძვის დადგმაზე თვე-ნახევარი მუშაობენ.

16 მლნ დოლარი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნაძვის ხე (16 მლნ დოლარი) ტოკიოში დადგეს.

110 მეტრი

ყველაზე მაღალი ნაძვის ხე მსოფლიოში მეხიკოში (მექსიკა), 2009 წელს პასიო-დე-ლა-რეფორმას პროსპექტზე დაიდგა და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა: ნაძვის სიმაღლე 110 მეტრი და 35 სანტიმეტრი (რაც 40-სართულიან შენობას უდრის), დიამეტრი კი - 35 მეტრი იყო.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს