საახალწლო თამაშებში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელიც ჩაერთო

საახალწლო თამაშებში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელიც ჩაერთო

ქუთაისში, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები, კინოთეატრ "მონ პლაზირის" ტერიტორიაზე 14 საათიდან დაიწყო. აღნიშნულ სივრცეში საახალწლო ბაზრობა მოეწყო, სადაც სხვადახვა ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა საკუთარი საახალწლო პროდუქცია წარმოადგინეს. საახალწლო ბაზრობაში პირველად იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს "SOS ბავშვთა სოფლის" წარმომადგენლები. მათ საკუთარი ხელით დამზადებული ორიგამის ნაკეთობები გამოიტანეს გასაყიდად.

საახალწლო ბაზრობაზე თოვლის ბაბუა და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ერთდროულად გამოჩნდნენ. შოთა მურღულიამ, რომელიც ოჯახთან ერთად ესწრებოდა საახალწლო ღონისძიებებს, დაათვალიერა ბაზრობა და მონაწილეობაც მიიღო "ბერიკების თეატრის" მიერ წარმოდგენილ ხალხურ თამაშში "თოკგაწევა".  მერის მოვალეობის შემსრულებელი ფრიად "ძალოსანი" აღმოჩნდა და თამაშში გაიმარჯვა კიდეც. იხილეთ ვრცლად ”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა