ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­შო­ბაო პუ­დინ­გი

ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­შო­ბაო პუ­დინ­გი

ლონ­დო­ნელ­მა მზა­რე­ულ­-კონ­დი­ტერ­მა მარ­ტინ ჩი­ფერ­სმა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­შო­ბაო პუ­დინ­გი და­ამ­ზა­და. მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 23.500 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია (და­ახ­ლო­ე­ბით, 28 ათა­სი ევ­რო).

ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­შო­ბაო პუ­დინ­გის ესო­დენ დიდ ფასს მას­ში შე­მა­ვა­ლი მა­სა­ლა გა­ნა­პი­რო­ბებს, კერ­ძოდ კი, 1810 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი კო­ნი­ა­კი და ჰენ­რი VI-ის ეპო­ქის მო­ნე­ტა. ამას გარ­და, პუ­დინ­გის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ირა­ნუ­ლი ნუ­ში და აგა­ვა, პუ­დინ­გის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ მის დამ­ზა­დე­ბამ­დე გა­მო­აცხ­ა­დეს. ძვირ­ფას დე­სერ­ტთან ერ­თად მყიდ­ვე­ლი მი­ი­ღებს დარ­ჩე­ნილ ძვირ­ფას კო­ნი­აკს და პუ­დინ­გის და­მ­ზა­დებ­ის შემდეგ დარ­ჩე­ნილ სხვა სას­მე­ლებს. კო­ნი­ა­კის გარ­და, პუ­დინ­გის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს შე­რი, რო­მი და ღვი­ნო მარ­სა­ლა.

სა­შო­ბაო პუ­დინ­გი ტრა­დი­ცი­უ­ლი ნუგ­ბა­რი­ა, რო­მე­ლიც სადღ­ე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ს ამ­შვე­ნებს დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ირ­ლან­დი­ა­ში. მის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­როა სხვა­დას­ხვა ჩი­რი, თხი­ლე­უ­ლი, სა­ქონ­ლის ქო­ნი, და­რი­ჩი­ნი, კო­ჭა, მი­ხა­კი, ასე­ვე ალ­კო­ჰო­ლი. სუფ­რა­ზე მი­ტა­ნის წინ პუ­დინგს კო­ნი­აკს მო­ას­ხუ­რე­ბენ და ცეცხლს უკი­დე­ბენ. მას ტკბილ კრემ­თან ერ­თად მი­ირ­თმე­ვენ.

ნატა ენუქიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს