ობამების საჩუქარი შემთხვევით სხვას გაუგზავნეს

ობამების საჩუქარი შემთხვევით სხვას გაუგზავნეს

აშშ-ს შტატ ოჰაიოში სახალისო ინციდენტი მოხდა - ფოსტალიონის შეცდომის შედეგად, ობამების საჩუქარი შემთხვევით სხვას გაუგზავნეს.

ეკლესიაში საჩუქრების ყუთი მიიტანეს. თუმცა როდესაც მისალოცი ბარათი წაიკითხეს, მიხვდნენ, რომ ადრესატი სხვა პიროვნებაა - მისალოც ბარათზე ეწერა: "ნათლიას ბარაკის, მიშელისა და + გოგონებისგან".

"წერილი წავიკითხეთ და მივხვდით, რომ ეს ძალიან პირადული საჩუქრები ელეანორ უილსონს ეკუთვნის, რომელიც საშას და მალიას ნათლიაა", - განაცხადეს ეკლესიაში.

მოგვიანებით საჩუქარი ელეანორს დაუბრუნეს. ელეანორმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ობამების გოგონები ყოველ წელს უგზავნიან ალბომს, სადაც ყოველი წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ერთად გადაღებული ფოტოებია ჩანიშნული.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს