ახალი წლის ყველაზე შთამბეჭდავი ფოიერვერკები

ახალი წლის ყველაზე შთამბეჭდავი ფოიერვერკები

მსოფლიო ახალ 2014 წელს შეეგება და ყველა ქვეყანის ცა ლამაზი ფოიერვერკებით განათდა. თუმცა, რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობა განსაკუთრებული სანახაობის მომსწრე გახდა.

შთამბეჭდავ ფოიერვერკებს შეჩვეული ავსტრალიელები ამჯერადაც ლამაზი სანახაობით გაანებივრეს; სიდნეის ცა 12 წამის განმავლობაში იყო განათებული.

დუბაიმ 2014 წლის დადგომა განსაკუთრებული ფოიერვერკით აღნიშნა. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის, ბურჯ ხალიფას ირგვლივ შეკრებილი ათიათასობით ადგილობრივი და ტურისტი 6 წუთის განმავლობაში ადევნებდა თვალს ფანტასტიკურ სანახაობას, რომელზეც 500 ათასამდე ფოიერვერკი დაიხარჯა.

ეს სიამოვნება ქალაქის ხელისუფლებას 6 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ მონაცემებით, დუბაი გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გრანდიოზული ფოიერვერკის ტიტულით შევიდა.

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ფოიერვერკი რიო-დე-ჟანეიროში. კოპაკაბანას სანაპიროზე 2 მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომ ლამაზი სანახაობით დამტკბარიყვნენ. ადგილობრივებმა და ტურისტებმა ერთმანეთს ახალი წელი სიმღერითა და ცეკვით მიულოცეს.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს