ცოტნე გამსახურდია - 2014 წლიდან პრორუსული ძალები გააქტიურდებიან

ცოტნე გამსახურდია - 2014 წლიდან პრორუსული ძალები გააქტიურდებიან

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია გასულ წელს პოლიტიკურ ჭრილში აჯამებს და 2014 წლიდან რუსეთთან ურთიერთობის გართულების საფრთხეზე საუბრობს.

"2013 წელი მსოფლიო პოლიტიკაში თამამად შეიძლება "რუსეთის წლად" ჩაითვალოს:

პუტინმა უარი ათქმევინა დასავლეთს პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებაზე, შეაჩერა სირიაში ომის დაწყება, ირანმა რუსეთის მხარდაჭერით მაინც გააგრძელა "მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა"; ბოლოს აკორდი იყო უკრაინა...

რაც შეეხება საქართველოს, რუსეთს აქაც ბედმა გაუღიმა. მისი მონაწილეობის გარეშე ხელისუფლებას ჩამოშორდა მის რბილ ადგილში შერჭობილი ხიწვი, მიხეილ სააკაშვილი ენდ კო. დარწმუნებული ვარ, 2014 წლიდან საგრძნობლად გააქტიურდებიან ღიად თუ შეფარვით პრორუსული ძალები ქართულ პოლიტიკურ და სამოქალაქო ასპარეზზე. სააკაშვილი ამ პრობლემას რადიკალური და ძირითადად ფსევდოსამართლებრივი მეთოდებით წყვეტდა, რაც შეიძლება გარკვეულ ეტაპამდე ეფექტური იყო პოტენციური მოწინააღმდეგის შესაკავებლად, მაგრამ შემდეგ ეს მეთოდები სრულიად საქართველოზე გავრცელდა, რაც მალე მისი დასასრულის დასაწყისი გახდა. ფაქტია, რომ დღევანდელ საშინაო და საგარეო პოლიტრეალობაში ახალი ხელისუფლება ამგვარ სტრატეგიას ვეღარ გააგრძელებს, შესაბამისად შეიზღუდება მისი შესაძლებლობები და გატარებული ღონისძიებების ეფექტურობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სპეცსამსახურებს შორის ამგვარ დაპირისპორებას დიდი ფინანსურ-მატერიალური რესურსი და ბევრი პროფესიონალი სჭირდება. მიშას დროინდელი პრაკურორების იმედად ვეღარ იქნები. ამავე დროს, არც მოწინააღმდეგე გახლავთ ჯენტლმენური თამაშის წესების დიდი მოტრფიალე...

მოკლედ, მაინტერესებს, ნეტავ რამდენად აცნობიერებს და ემზადება ამ პროცესებისათვის ახალი ხელისუფლება?", - წერს გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს